LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ კუხიანიძეს – მწვავე დაპირისირება საკრებულოში (ვიდეო)

166
67

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და “ეცროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან. შეხვედრაზე არ შეუშვეს ჟურნალისტები.

შეხვედრის დაწყებამდე ოცნების დეპუტატები და ოპოზიციის წარმომადგნლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდენ “გამოვიდეს საკრებულოს თავმჯდომარე და გააგდოს კუხიანიძე”.

საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ვერ გადაწყვეტენ ვინ უნდა გაუშვან.

“ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ კუხიანიძეს. მანამდე ეგ არ მოხდება. თქვენ ვერ გადაწყვეტთ ვინ გავაგდოთ”, – აცხადებს დავითულიანი.

დავითულიანმა ასევე აღნიშნა, რომ კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრები ემიჯნებიან.

ხმაური საკრებულოში - აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ (ვიდეო)

დაცვის თანამშრომლები და სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეების შენობიდან გაყვანას ცდილობენ.

შეგახსენებთ, საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები