LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერარდ ბატლერი „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის“ ადაპტაციაში ითამაშებს

219
Gerard-Butler-reprising-‘How-to-Train-Your-Dragon-role-in-live-action-remake

ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის“ მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, Universal Pictures-ი სტუდია DreamWorks Animation-ის ფრანშიზის ეკრანიზაციაზე მუშაობს.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ფილმში შოტლანდიელი მსახიობი, ჯერარდ ბატლერი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმში მთავარი გმირის მამის, სტოიკის პერსონაჟს. ამავე როლს შეასრულებს ის ფილმშიც.

ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დინ დებლოიზი იქნება. სურათის პრემიერა 2025 წლის ივნისში შედგება.

ფოტო: ჯერარდ ბატლერმა 50 წლის იუბილე კუების ოკეანეში გაშვებით აღნიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები