ჯერემი ალენ უაითი ბრიუს სპრინგსტინის როლს მოირგებს. ინფორმაცია 74 წლის საკულტო არტისტზე ბიოპიკის გადაღების შესახებ, ცნობილი ამ დღეებში გახდა. გაირკვა, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და 33 წლის მსახიობი მასში მუსიკოსის ჰიტებს თავად შეასრულებს.
Deliver Me From Nowhere – ასე ჰქვია მომავალ ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც უორენ ზეინსის წიგნის – Deliver Me from Nowhere: The Making of Bruce Springsteen’s Nebraska ადაპტაცია იქნება. კინოსურათი შემსრულებლის 1982 წლის მეექვსე სტუდიური ალბომის – Nebraska შექმნასა და მნიშვნელობაზე იქნება ფოკუსირებული. კლასიკური დისკი ძალადობის, სიკვდილისა და გაუცხოების თემებს ეფუძნება.
ცნობისთვის, ჯერემი ალენ უაითმა პოპულარობა სერიალში – Shameless ლიპ გალაჰერის განსახიერების შემდეგ მოიპოვა.