LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერემი კლარკსონმა წლის ყველაზე ცუდი ავტომობილები დაასახელა

grand

ცნობილი საავტომობილო შოუს The Grand Tour-ის წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა გასული წელი შეაჯამა და თავისი აზრით ყველაზე ცუდი მოდელები დაასახელა. თავისი რეიტინგი შოუმენმა 28 ავტომობილისგან შემდგარი სიისგან შეადგინა და თითოეული მოდელი პირადად დატესტა კიდეც.

რეიტინგში მოხვედრილმა ავტომობილებმა 5 ვარსკვლავიდან მხოლოდ 2 მიიღეს. ყველაზე პირველი კი სიაში 2018 წლის კომპაქტ-ქარი Abarth 695 Rivale მოხვდა. კლარკსონის აზრით, კაბრიოლეტი ზედმეტად უხეში და რთულად სამართავია.

რეიტინგში ლიდერობს ყველგანმავალი Audi Q8-ც, რომელსაც ჯერემიმ „გიჟების ავტომობილი“ უწოდა. ყველაზე ცუდთა შორისაა ასევე Dacia (Renault)Duster. კლარკსონმა განაცხადა, რომ კროსოვერი ზედმეტად საშიშია და ასეთი ავტომობილი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

ავტომოყვარულის სიაში ბოლო 2 პოზიცია 102 ძალის ჰეტჩბეკმა MINI-მ და უნივერსალმა Volvo V60-მა დაიკავეს. პირველ მათგანს ასეთი პატივი – „საშინლად არაკომფორტულობისთვის“ ერგო, მეორე კი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვინც თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ ზედმეტად თამამად საუბრობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g