LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერემი მიქსი და ქლოე გრინი ქორწინდებიან?

254

მეუღლესთან დაშორებამდე, ყველაზე ლამაზ დამნაშავედ ცნობილმა ჯერემი მიქსმა რომანი ბრენდ „ტოპშოპის“ მდიდარ მემკვიდრესთან, ქლოე გრინთან გააბა. წყვილის მდიდრული დასვენების ამსახველი ფოტოებით მსოფლიო მედია არაერთხელ აჭრელდა. ამჯერად კი, დასავლური ტაბლოიდები მოიაზრებენ, რომ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.

სოციალურ ქსელში მათ განათავსეს ერთობლივი ფოტო, სადაც ქლოეს უზარმაზარი ნიშნობის ბეჭედი უკეთია. მიუხედავად ამისა, არცერთ მათგანს  წარმოქნილ ჭორებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ქლოესთან რომანის გაბმამდე, ჯერემი 8 წლის განმავლობაში მელისა მიქსზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები