LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერჯერობით წითელა თავს არ გვანებებს – პაატა იმნაძე

407
witela

წითელას გადაცემა ასეთ სიცხეში ჩერდება ხოლმე, მაგრამ დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრილია 140 000-მდე მოქალაქე და კიდევ ერთი ამდენი მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „წითელამ თავი დაგვანებოს“.

„ჯერჯერობით კი წითელა თავს არ გვანებებს. ისევ და ისევ, ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხება და 20-დან 40 წლამდე, ნუ დაიყენებენ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მინდა, მივმართო ძირითადად ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს – ამ ასაკის ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს მათ დაწესებულებებში და კარგად ნახონ, თავიანთი თანამშრომლები აცრილები არიან თუ არა. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც სასტუმროში თანამშრომელმა ტურისტებს გადასდო წითელა. ან შეიძლება, ეს კაზინოში და მსგავს დაწესებულებებში მოხდეს. ასე რომ, მსგავს ბიზნესებს მოვუწოდებ, აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყება და უბრალოდ, მზად იყვნენ, მოუწოდონ თანამშრომლებს აცრისკენ”, – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g