LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესი ჯეიმ ბოიფრენდი მიატოვა

139

ამერიკელმა მომღერალმა, ჯეის ჯეიმ ბოიფრენდი, მუსიკოსი ლუკ ჯეიმსი მიატოვა. გოგონას გაუჩნდა ეჭვი, რომ ჯეიმსი მას სახელის მოსახვეჭად ხვდებოდა. 27 წლის ჯესისა და ლუკის რომანი თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ჯეიმ დაშორება ახლა გადაწყვიტა.

მომღერალთან დაახლოებული პირის განცხადებით, ჯესის მართლა ჰქონდა გრძნობა ლუკის მიმართ, თუმცა ზაფხულში გაუჩნდა ეჭვი, რომ ის მას “იყენებდა“.

წყვილის დაშორება მოულოდნელი სიახლე იყო ბევრი მათი მეგობრისთვის და თაყვანისმცემლისთვის. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის მომავალ ოჯახზე საუბრობდა და ეჭვი არავის შეპარვია, რომ მეორე ნახევრად ჯესი სწორედ ლუკს გულისხმობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები