LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა ბილმა წარმატებული ქორწინების საიდუმლოზე ისაუბრა

80

ჟურნალ Marie Claire-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი ჯესიკა ბილი გახდა. ბუნებრივია, გამოცემაში მისი ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ბილმა წარმატებული ქორწინების საიდუმლოზე ისაუბრა.

„ჩვენ მოგვწონს, როდესაც ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებთ. მოგვწონს ერთი და იგივე რაღაცეები, ასევე ორიენტირებულები ვართ კარიერაზე, ამიტომ ცოტა ეგოისტებიც კი ვართ. სინამდვილეში კი, თანამედროვე ცხოვრებაში შეხვდე შენს ადამიანს – ძალიან დიდი ფუფუნებაა. მე ამაში ძალიან გამიმართლა. წლების ქორწინება ჯასტინ ტიმბერლეიკთან არამარტო საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია, არამედ ბედის საჩუქარიც არის“, – განაცხადა ბილმა.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2012 წელს იქორწინა. მათ 2 წლის ვაჟიშვილი, საილასი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები