LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფ „დაიტოვეს” წევრი, ნენსი ვოლანდი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

129
ნენსი ვოლანდი

ჯგუფ „დაიტოვეს” წევრი, ნენსი ვოლანდი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტს, 26 იანვარს რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებოდა, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

ვიდეო: „მომთხოვეს, გავშიშვლებულიყავი და ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, ენახათ, სადმე რამე ხომ არ მქონდა დამალული“ – ნენსი ვოლანდი

„მომთხოვეს, გავშიშვლებულიყავი და ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, ენახათ, სადმე რამე ხომ არ მქონდა დამალული“, – ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნენსი ვოლანდი 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე გადაცემაში „რეაქცია“ საუბრობს. ნენსი დეტალურად იხსენებს, როგორ ექცეოდნენ მას და დედამისს პოლიციელები, მას შემდეგ, რაც განყოფილებაში გაყოლაზე უარი უთხრა. „პირველივე წამი ჩემთან შემოვარდნის მცდელობის იყო ძალიან უხეში. […]

ადვოკატის თქმით, 26 იანვარს რუსთაველის გამზირი მარშით გადაიკეტა – როგორც ნენსი ვოლანდი აღნიშნავს, ის მას შემდეგ გადავიდა ტროტუარზე, რაც მსვლელობის მისვლის შემდეგ ტერიტორია გადაიკეტა.

ფოტო: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g