LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aha-ს კლიპმა Take On Me „იუთუბზე“ მილიარდი ნახვა დააგროვა

109
page

80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის Aha-ს კომპოზიციაზე, Take On Me, გადაღებულმა ვიდეოკლიპმა „იუთუბზე“ მილიარდი ნახვა დააგროვა. კომპოზიცია, ნორვეგიული ჯგუფი Aha-ს მიერ, 1985 წელს დაიწერა, იუთუბზე კი 2010 წელს დაემატა.

„იუთუბმა“ „სიენენს“ აცნობა, რომ აღნიშნული ვიდეო დღიურად, დაახლოებით, 480 000  ნახვას აგროვებდა, ახლა კი რეკორდულ რაოდენობას, მილიარდს გადააჭარბა.

სასიხარულო ინფორმაცია ჯგუფმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, 1986 წელს, ვიდეოკლიპი MTV-ის ჯილდოზე, „საუკეთესო მუსიკალური ვიდეოკლიპის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

რაც შეეხება 80-იანი წლების სხვა ჰიტებს, Aha-ს ნამუშევართან ერთად, ნახვების მხრივ, ლეგენდარული Guns N ‘Roses-ის კომპოზიცია, Sweet Child o Mine ლოიდერობს, თუმცა წინამორბედს საგრძნობლად ჩამორჩება.

რაც შეეხება 80-იანი წლების სხვა ჰიტებს, Aha-ს ნამუშევართან ერთად, ნახვების მხრივ, ლეგენდარული Guns N ‘Roses-ის კომპოზიცია, Sweet Child o Mine ლიდერობს, თუმცა  თავის წინამორბედს საგრძნობლად ჩამორჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები