LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი ,,ალილო” ორი ახალი სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

40
jgufi-alilo-news45

რადიო ,,არდაიდარდოს” გადაცემას ,,რადიო დუეტს”  ჯგუფი ,,ალილოს” წევრები სტუმრობდნენ, რომლებმაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ მოგვიტანეს ორი ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,კახეთო”  და ,,ჩემი შიში”, ასევე შემოგვთავაზეს ცოცხალი შესრულება.

მოგვიყევით რა სიახლეებია ჯგუფში…

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გვქონდა სოლოკონცერტი, რომელმაც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ზაფხულში  იგივე ფორმატით გავიმეოროთ კონცერტი, თუმცა შეიცვლება ლოკაცია და ვფიქრობთ ეს იქნება ბათუმი, ”ბლექ სი არენა”. ასევე მაისის თვეში მივემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენი 20 წლისთავისადმი მიძღვნილი რამდენიმე კონცერტით წარვსდგებით. ამის გარდა ჩაიწერა ახალი სიმღერები, რომელსაც დღეს თქვენთან მოვისმენთ.

როგორ და სად ჩაიწერა სიმღერა სახელწოდებით ,,კახეთო”?

ეს სიმღერა გახლავთ ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის, ხოლო ტექსტი ეკუთვნის ბატონ იოსებ ნონეშვილს. ჩვენს მსმენელს ამ სიმღერის ბევრი ვერსია აქვს მოსმენილი, თუმცა კაცის შესრულებით იშვიათად. აკომპანემენტი არის მაესტრო ბატონ დავით მაზანაშვილის და სიმღერა ჩაიწერა თემურ ნიკოლეიშვილის სტუდიაში.

გარდა ჯგუფისა, მოგვიყევით თქვენს სოლო კარიერაზეც…

გია დავითიანი:

დათო არჩვაძემ მითხრა, რომ მას ჰქონდა მუზა და უნდოდა, რომ ჩემთვის დაეწერა სიმღერა დედაზე, რომელიც დაემთხვა 3 მარტს და დაპრემიერდა ტელევიზიაში. ამ პერიოდში დათო იმყოფებოდა ნიუ-იორკში, სადაც მას ჰქონდა კონცერტი და იქაც შედგა ამ სიმღერის აუდიო პრემიერა. ტექსტის ავტორი არის ლელა ნინუა, რომელიც მოღვაწეობს ამერიკაში და ძალიან კარგი ადამიანია. მე მინდა მადლობა გადავუხადო ზაზა  ხუბუკელაშვილს, რადგან სამი დღე სტუდიიდან არ გამოვსულვართ.

დავაპრემიეროთ რიგით მეორე სიმღერა ,,ჩემი შიში”, მოგვიყევით როგორი ისტორია აქვს მას…

ეს სიმღერა არის ჩვენი დიდებული კომპოზიტორის გურამ ზვანელის, რომელიც სრულდებოდა დუეტის სახით, თუმცა ასეთი ვერსიით არავის შეუსრულებია, როგორი ვერსიითაც ვასრულებთ, ამაში კი დაგვეხმარა ჩვენი მაესტრო. ამ სიმღერის შესრულების იდეა იყო აჩიკოსი, არანჟირება კი დავით მაზანაშვილს ეკუთვნის. როგორც წინა სიმღერა ესეც თემურ ნიკოლეიშვილთან ჩაიწერა. ვაპირებთ სიმღერის სატელევიზიო პრემიერას, დაახლოებით ერთ კვირაში. სოლოს ასრულებს სანდრო კობახიძე. რაც შეეხება  ,,ოქროს ტალღას” ამ მხრივ ვართ ძალიან განებივრებულნი, რადგან ჯგუფში გვყავს სამი ადამიანი, რომელმაც მიიღო ნომინაცია. ამიტომ გვაქვს მიზანი, რომ წელს ექვსივემ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ეს არის ძალიან დიდი სტიმული ჩვენთვის.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგუფი ალილო – ჩემი შიში

 

ჯგუფი ალილო – კახეთო

 

ჯგუფი ”ალილო” – დრო სწრაფად გადის. Live 

 

ჯგუფი ”ალილო” – ჩუმ მაღნარში. Live

 

ჯგუფი ”ალილო”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები