LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „ბანი“ 2017 წელს საგასტროლო ტურნეთი იწყებს

88

Ardaidardo.Ge

ჯგუფი „ბანი“ სულ ცოტა ხნის წინ კორეადან დაბრუნდა, სადაც მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელი აღაფრთოვანა. ჯგუფის პროდუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი „არ დაიდარდოს“ გასტროლების და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.


ჭაბუკა ამირანაშვილი:

რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით კორეადან, სადაც მუსიკალურ ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენმა გამოსვლამ კორეაში წარმატებით ჩაიარა, სიმღერის დროს საშუალება მქონდა, მე
დარბაზში ჩავსულიყავი და მენახა, როგორ მოეწონა ხალხს. მაყურებელი ფეხზე იდგა და ცეკვავდა, რაც იშვიათად ხდება კორეაში.


კიდევ სად აპირებს ჯგუფი გასტროლებზე წასვლას?

ამ დღეებში გავემგზავრებით ბელორუსიაში, შემდეგ – უკრაინაში. რუსეთიდან ბევრი მოწვევები გვაქვს, ამიტომ როცა დავბრუნდებით საქართველოში, რამდენიმე დღეში ისევ რუსეთში წავალთ.


ახალ წელს საქართველოში შეხვდებით?

ახალ წელს საქართველოში ვიქნებით. 31 დეკემბერს ღამით, ჯგუფ „ბანის“ კონცერტი ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროშია დაგეგმილი. 2017 წელი საგასტროლო ტურნეთი იწყება, რაც ძალიან
მახარებს.


ახალ სიმღერებს თუ სთავაზობთ მსმენელს?

ორი ახალი სიმღერა უკვე გვაქვს, რომელიც კორეაშიც შევასრულეთ. სამ სიმღერაზე ამ დღეებში დასრულდება მუშაობა. ვაპირებთ კლიპის გადაღებას და ალბომის გამოცემას, მაგრამ ზუსტი
თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით.

თამუნა ბოჭორიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები