LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „ბანი“ მსმენელს გრანდიოზულ პროექტს უმზადებს

14

Ardaidardo.Ge
გადაცემას “რადიო დუეტი“ ჯგუფი ბანი და ჯგუფის ხელმძღვანელი ჭაბუკა ამირანაშვილი ესტუმრნენ. ჯგუფს სამომავლოდ გრანდიოზული გეგმები აქვს, მუშაობს ახალ პროექტზე, მეორე ალბომს წერს და ამასთან მთელი წელი კონცერტებით აქვს გაწერილი.

რა ხდება თქვენთან ახალი და საინტერესო?

ახალ ალბომზე ვმუშაობთ და რამდენიმე სიმღერა უკვე ჩავწერეთ. სიმღერა, რომელიც თქვენ მოგიტანეთ რიგით მეოთხეა.

ძალიან გააქტიურდით რაც სავარაუდოდ ბატონი ჭაბუკას დამსახურებაა, როგორ მოხდა თქვენი თანამშრომლობა, მეგობრობა, როგორ დაიწყო ყველაფერი?

ბატონი ჭაბუკა 5 წლის წინ გავიცანით, ჯერ კიდევ მაშინ როცა მიწისქვეშა გადასასვლელში ვუკრავდით.. ხოლო, როგორც კი საშუალება მოგვეცა, მივადექით და პირველი სიმღერაც ჩავწერეთ. ეს იყო „რაჭული“, რომელიც ძალიან წარმატებული გამოგვივიდა. მეორე ნამუშევარი „კავკასიური“ გახდა და მერე უკვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ხომ არ გვეთანამშრომლა.

ბატონო ჭაბუკა მანამდე თქვენ გქონდათ რამდენიმე პროექტი, რა ხდება ამჟამად? მხოლოდ „ბანთან“ თანამშრომლობთ?

დიახ, „ბანთან“ ვთანამშრომლობ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მე მივხვდი, რომ „ეთნისტი“ ვარ. განათლება კლასიკური მაქვს მიღებული, თუმცა ხალხური მუსიკა სპეციფიური და განსაკუთრებულია. ეს ბიჭებიც განსხვავდებიან სხვებისგან და მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. როგორც კი გამოვიდა ჩვენი ალბომი არა მხოლდო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ძალიან პოპულარული გახდა. შესაბამისად, საზღვრებს გარეთაც ბევრს ვმუშაობთ.

როგორია წლევანდელი გეგმები? ბევრი კონცერტი გაქვთ დაგეგმილი?

ჩვენი პროგრამა მართლაც ძალიან დატვირთულია. 21 მარტს მივემგზავრებით ალმათში შემდეგ დავბრუნდებით და ცოტა ხანში ისევ ალმათში მივდივართ. შემდეგ წავალთ შვეიცარიაში, ალპებში არაჩვეულებრივ ფესტივალზე გამოვდივართ. ამას მოყვება ჰოლანდია, ბელგია და შესაძლოა ესპანეთსაც ვეწვიოთ. ასევე, 9 მაისს პრაღაში გამოვდივართ და მალევე ისრაელშიც წავალთ.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მეორე ალბომზეც მუშაობთ…

ახალ ალბომს ჟანრობრივი ელემენტები დაემატება, თუმცა მუსიკა იგივე იქნება. ვმუშაობთ ახალ პროექტზეც, რომელსაც მსმენელი ძალიან მალე მოისმენს. პროექტის დეტალებს ვერ გავამხელთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დავიმატებთ ძალიან ბევრ მუსიკოს, ინსტრუმენტს და ძალიან განსხვავებულ, უნიკალურ რამეს გავაკეთებთ.

როდის გეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას?

ძალიან მალე, პროექტი მაისის თვისთვის იგეგმება. ძალიან დაკავებულები ვართ და მართლაც ბევრს ვმუშაობთ.

დღეს ახალი სიმღერით გვესტუმრეთ…

დიახ, ჩვენი ალბომის მეოთხე სიმღერა ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნამუშევრები ბატონ ჭაბუკასთან ჩავწერეთ, სხვაგან არ ვწერთ ხოლმე. ეს სიმღერა არსებობდა, მას ჰამლეტ გონაშვილი ასრულებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა მისი ახლებური ვერსია და ის მამა ილია კარტოზიას ხსოვნისთვის მიგვეძღვნა.

 

 

ჯგ. ბანი – შინ მოუსვლელი

AudioJG. BANI SHIN MOUSVLELI

 


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Jg. Bani

ჯგ. ბანი და ჭაბუკა ამირანაშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები