LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი Circus Mircus დღეს „ევროვიზიის“ ნახევარფინალში იმღერებს

155
circus-mircus

ქართული ჯგუფი Circus Mircus დღეს „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს, რომელიც იტალიის ქალაქ ტურინში იმართება. ჯგუფი უკვე წარდგა კონკურსის ჟიურის წინაშე. ქულები დაწერილია, თუმცა ისინი ანონიმურია და მხოლოდ დღეს საღამოს გავიგებთ, გადავა თუ არა  ფინალურ ეტაპზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი. ჟიურის ქულები და მაყურებლის მიერ მიღებული ხმები დაჯამდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი საბოლოო შედეგი.

მეორე ნახევარფინალში შემდეგი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას: ფინეთი, ისრაელი, სერბეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მალტა, სან-მარინო, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, პოლონეთი, კვიპროსი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მონტენეგრო, ბელგია და შვედეთი.

რაც შეეხება ქართული ჯგუფისთვის ხმის მიცემას, ეს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფებს შეუძლიათ. წესები კი შემდეგნაირია:

ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ მეორე ნახევარფინალში მონაწილე იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ასევე მეორე ნახევარფინალში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია ხმის მიცემა. ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g