გერმანული ჯგუფი Rammstein დაიშალა, ამის შესახებ გამოცემა Bild წერს. ინფორმაციის თანახმად, ახალი ალბომი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა, უკანასკნელი იქნება მათ შემოქმედებაში. არსებობს მოსაზრება, რომ 2019 წელს, კოლექტივი გამოსამშვიდობებელ ტურნესაც გამართავს.
ცნობილი ხდება, რომ ჯგუფის წევრები სოლო პროექტებით დაკავდებიან, თუმცა თავად მათგან ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ Rammstein 1994 წელს შეიქმნა.