LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „შარას“ სიმღერის პრემიერა გადაცემაში „რადიო დუეტი“

12
jg.shara_

Ardaidardo.Ge
გადაცემა „რადიო დუეტს“ ფოლკლორული ჯგუფის „შარა“ ესტუმრა. ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება: გიორგი შანავა, ირაკლი ჩარგაზია, შალვა წივილაშვილი, გიორგი ძაძამია და ლევან და ლუკა მებონიები. გადაცემის ფარგლებში მათი სადებიუტო სიმღერის პრემიერა შედგა, ასევე მსმენელმა პირდაპირ ეთერში ჯგუფის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

ჯგუფს სხვა სახელი ჰქონდა, რატომ მოხდა სახელის გადარქმევა?

ჩვენი ჯგუფი ძალიან დიდი ხანია არსებობს, ბიჭუნათა ანსამბლ „აკადიდან” დაწყებული. ჩვენი ჯგუფი 7 წელს ითვლის, თავდაპირველი შემადგენლობა არ დაშლილა, მუსიკოსების ახალი შემადგენლობა დაემატა და უფრო გამდიდრდა მუსიკალურად. „შარა” ნიშნავს გზას, ეს არის ის გზა, რომელიც გავიარეთ და ის გზა, რომელსაც მომავალში გავივლით.

ვისაუბროთ თქვენს პროგრამაზე…

ჯგუფ „შარას“ პროგრამას რაც შეეხება, დღეს იქნება პირველი სიმღერის პრეზენტაცია, ასევე ვაგრძელებთ მუშაობს. თვითონ „შარა” არის პროექტი და ამას ქართველი მსმენელი უახლოეს დროში გაეცნობა. რაც შეეხება ძველი ჯგუფის რეპერტუარს, საკმაოდ მდიდარია. ჩვენს ჯგუფს კონკრეტული ხელმძღვანელი არ ყავს, ამ სიმღერის გაკეთებაში დაგვეხმარა ჭაბუკა ამირანაშვილი, რისთვისაც დიდი მადლობა მას.

თუ ხართ სადმე დასაქმებული და თუ გეგმავთ გასვლით კონცერტებს?

ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ, რესტორანშიც ვმღერით, ეთნოგრაფიულ ცენტრ „ქონგურშიც” , უცხოელებისთვის საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში ვმართავთ კონცერტებს, ვაცნობთ მათ ქართულ ფოლკლორს, ძალიან მოსწონთ, აღფრთოვანებას ვერ მალავენ, იღებენ ფოტოებს და ა.შ.

მოგვიყევით თქვენს სადებიუტო სიმღერაზე, როგორ მოხდა ჭაბუკა ამირანაშვილთან შეხვედრა, რატომ გადაწყდა ეს სიმღერა?

ჩვენ მივმართეთ მას, ავტორიტეტია ქართულ მუსიკალურ სფეროში , ჩვენ გვჭირდებოდა ადამიანი და სტუდია, სადაც შევძლებდით კარგად გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე და ამისთვის იდეალური საშუალება იყო ბატონ ჭაბუკასთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე მოლაპარაკების დონეზეა ურთიერთობა, ძალიან კარგი იქნება თუ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, ახლაც ვმუშაობთ არაერთ კომპოზიციაზე, სწორედ ბატონი ჭაბუკას დახმარებით მის სტუდიაში.

ახალი სიმღერა, ეს არის „კახური”, ახლა საქართველოში რთველის პერიოდია და მივუძღვენით რთველს, კახეთს და სრულიად საქართველოს.

მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს…

ჯგ. შარა – კახური

 

AudioJG. SHARA KAXURI

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

AudioRadio Dueti. Jg. Shara1

ჯგუფი “შარა” – დიაცი. Live

ჯგუფი “შარა” – მეურმე. Live

ჯგუფი “შარა”. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები