LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „შინ“-ის წევრი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

965
gardacvaleba mamuka

ჯგუფ „ში­ნ”-ის წევრი მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ლა­ნო­მა გახ­და.

ღა­ღა­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” მუ­სი­კო­სის მე­გობ­რე­ბი წე­რენ, მათ შო­რის ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე.

“მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე აღარ გვყავს…” – წერს მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ღა­ღა­ნი­ძე გერ­მა­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯგუფი „შინ“-ის წევრის  გარდაცვალებას ეხმიანება ჯაზის მომღერალი, მაია ბარათაშვილი. მუსიკოსი ჯგუფთან ერთად გამართულ ერთობლივ კონცერტს იხსენებს.

„მამუკა როგორ მტკივა გული. რამდენი კარგი კონცერტი გვაქვს ერთად დაკრული. ღმერთმა გაანათლოს შენი სული. როგორ მწყდება გული“, – წერს მომღერალი.

ჯგუფ “შინ”-თან ერთად ჩატარებულ კონცერტს იხსენებს ოთო ნემსაძეც.

“ძალიან სამწუხარო ამბავია ამ კაი კაცის გარდაცვალება, ერთ ერთი საუკეთესო კონცერტი მქონია შინთან ერთად ცხოვრებაში
საოცრად კაი კაცი საოცარი მუსიკალურობით”- წერს მომღერალი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g