LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფში არის ქალბატონი, რომელმაც გადასარევად იცის ჩემი დაბადების ისტორია… თურმე დედამისი დაეხმარა ეგრეთ წოდებულ ბებიაჩემს ჩემ “მოცილებაში” – თამუნა მუსერიძე

12655
თამ

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე მისივე ჯგუფში ვეძებ, რომლის მეშვეობითაც ბევრმა ადამიანმა იპოვა მშობელი, შვილი თუ სხვა ახლო ნათესავი, პოსტს აქვეყნებს:

“გუშინ გავიგე, რომ ჯგუფში არის ქალბატონი, რომელმაც გადასარევად იცის ჩემი დაბადების ისტორია. იცის სად, როდის, რა ვითარებაში გავჩნდი. იცის ვინ არის ბიოლოგიური დედა. მეტიც, თურმე დედამისი დაეხმარა ეგრეთ წოდებულ ბებიაჩემს ჩემ “მოცილებაში”.

იცის და დუმს!
იცის და თურმე “პრობლემები” არ უნდა.
იცის და ალბათ გონია, რომ სახლში მივუვარდები ვინმეს და ისტერიკას მოვაწყობ.
იცის და პრობლემებს ერიდება. თუმცა ეს პრობლემა რაში მდგომარეობს

ჯერ ვერ გავარკვიე. სამაგიეროდ გავიგე ამ ადამიანის ვინაობა და მეც ვერ ვიღებ ხმას. იმიტომ, რომ ისევ სხვას ვუფრთხილდები, რომ არ ეჩხუბონ.

მაგრამ!!!!
ხალხო, მაგრამ!!!!
ამ ჯგუფში სხვებიც ხართ, რომლებმაც გადასარევად იცით ამა თუ იმ ადამიანის წარმომავლობა, მშობლები, გენეტიკა და დუმხართ!! შორიდან აკვირდებით, როგორ ეძებენ სასოწარკვეთილი შვილები დედებს. შორიდან უყურებთ, როგორ მოთქვამენ დედები მოპარული შვილების გამო.

იცით და ხმას არ იღებთ. ღმერთის არ გეშინიათ?
თქვენი შვილების მომავლის არ გეშინიათ?
თქვენი სიბერის არ გეშინიათ?
ნუთუ არ იცით, როგორ დაამთავრეს გამყიდველმა გინეკოლოგებმა სიცოცხლე?
ნუთუ არ იცით, როგორ აგეს მათმა შვილებმა მშობლების ცოდვების გამო პასუხი?
ნუთუ არ იცით, რა ბედი ეწიათ გამშვილებლებს?
ხმა ამოიღეთ!
ხმა ამოიღეთ და ამოთქვით, სანამ

დროა!
სანამ დროა, თორემ ძალიან მალე გვიან იქნება!
ცოდვა არავის შერჩენია და ნუ გგონიათ, რომ თქვენ გაიხარებთ!
ხმა ამოიღეთ!” – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები