LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯი არ სი” რუსთავში ახალ საწარმოს გახსნის

973

შპს  ”ჯი არ სი” რუსთავში ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნას გეგმავს. საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია და აქ 20 ადამიანი დასაქმდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სენდვიჩ-პანელების მწარმოებელი საწარმო,  პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა და მასში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის სამომავლო გეგემებში საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანაც შედის. ”ჯი არ სის” წარმოებული მასალები მეზობელ ქვეყნებში გავა. ამ ეტაპზე კი ”ჯი არ სის” პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხდება.

შპს ”ჯი არ სი” სამშენებლო პროდუქციის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიაში სულ 120 ადამიანია დასაქმებული.

”ჯი არ სი” აწარმოებს ბრტყელ სახურავებს, დათბუნებული სახურავის და კედლის მასალა-სენდვიჩ პანელებს, ასევე EPS-ს.

თბილისისა და რუსთავის საწარმოების გარდა კომპანია ფილიალს ფლობს ბათუმშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g