ფარმაცევტულმა საწარმო „ჯი-ემ-პიმ“ წარმოების დანადგარების მორიგი ყოველწლიური მონიტორინგი წარმატებით გაიარა. შემოწმება გერმანული „ბოშის“ (BOSCH) კონტრაქტორმა კომპანია „ჰიუტლინმა“(Hüttlin) განახორციელა. მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და აპარატურის ყველა დეტალის კონტროლს მოიცავდა.
„ჩვენი კომპანია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუშაობს. თითქმის ყველა წამყვან ევროპულ საწარმოსთანაც ჩვენ ვახდენთ საწარმო დანადგარების მონიტორინგს – იქნება ეს შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, დანია, შვედეთი თუ სხვა ქვეყნები. „ჯი-ემ-პი“ აპარატურის თანამედროვე უახლესი მოდელებით მუშაობს და შესაბამისად, სტანდარტის ყველა შესაძლო მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც გარანტირებული ხარისხისათვის უმნიშვნელოვანესია. მისასალმებელია, რომ კავკასიაში ასეთი ხარისხის საწარმო არსებობს,“- განაცხადა დანიელ პრომმაკომპანია „ჰიუტლინის“ წარმომადგენელმა.
“ჯი-ემ-პი” 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.