LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

1493
245044524

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა.

ცნობა ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

“ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათებაა. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი,” – განაცხადა მისმა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g