თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა და პოპულარულმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ამერიკული Vogue-ის ახალი ნომრისთვის იპოზიორა.
ფოტოებზე ჯიჯი ბროდვეის ვარსკვლავებთან ერთად არის გამოსახული, რომელთა ნაწილიც კარგად ნაცნობ სერიალსა თუ ფილმებში მონაწილეობენ, მათ შორის ფინ უიტროკი „ამერიკული საშინელებათა ისტორიიდან“ და ლუკას ჰეჯესი ფილმიდან „მანჩესტერი ზღვასთან“.