LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ობრაიენი: ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის – ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა

144
jaims-o-braieni_w_h

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ “ამ ეტაპზე” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.

“ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არ არის – ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა ,- განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.

მისი განცხადებით, დასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“.

„კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ აშშ-ში. იყო, ასევე, შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რის გამოც ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ უნდა შეიცვალოს ის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“,- განაცხადა ობრაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები