LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერი გარდაცვილი შეყვარებულის ბოლო წერილს გამოეხმაურა

238

ჯიმ კერიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მედიაში მსახიობის ყოფილი მეგობარის გოგონას, კატრიონა უაიტის ბოლო წერილი გავრცელდა. 53 წლის კერი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მედია ასე აქტიურად განიხილავს გარდაცვილი გოგონას ცხოვრებას: „როცა ჰოლივუდში ჩამოვედი, რათა მსახიობის კარიერა დამეწყო, ზუსტად ვიცოდი, რომ მედია ჩემი პირადი ცხოვრების დეტალებს ისე დაარიგებდა, როგორც უფასო სადილის ვაუჩერს. მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ხალხი, რომელიც მე მიყვარს, ასევე გახდებოდა ამ მენიუს ნაწილი. მე საოცრად განვიცდი კატრიონას ამბავს, ის ნამდვილი ირლანდიური ყვავილი იყო, რომლისთვისაც სიყვარული ყველაფერს ნიშნავდა“, – განაცხადა 53 წლის მსაიხობმა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას მედიაში გავრცელდა კატრიონა უატის გარდაცვალებამდე დაწერილი წერილი, სადაც გოგონა თვითმკველობის მოტივზე წერდა. უატის განცხდებით, ის საშინლად განიცდიდა ჯიმ კერისთან დაშორებას და ამ ტკივლით ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები