რუსეთში, როგორც ჩანს, მხოლოდ კიმ კარდაშიანის, ჰიუ ლორისა და ლეონარდო დიკაპრიოს ორეულები არ ცხოვრობენ – ამჯერად ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავის „ასლი“ გამოჩნდა.
უცნობი ადამიანის ფოტო, რომელიც მსახიობ ჯიმ ქერის ჰგავს, საიტ Reddit-ზე გამოჩნდა და ინტერნეტი ააფეთქა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მამაკაცი რუსია.
„რუსმა ორეულმა თავად ჯიმ ქერიც აღაფრთოვანა,“ – აღნიშნავს გამოცემა TMZ.