LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერიმ ყოფილი მეგობარი გოგონა უკანასკნელ გზაზე გააცილა (ფოტოები)

115

შაბათს, ირლანდიის სოფელ კაპა-უაიტში, ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგონას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. კატრიონა უაიტის ახლობლებთან ერთად ცერემონიაზე შავ პიჯაკში გამოწყობილი ჯიმ ქერიც გამოცხადდა, რომელიც ცდილობდა, ნაკლები ყურადღება მიექცია.

დაკრძალვიდან რამდენიმე საათში კი მან „ტვიტერზე“ კატრიონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მათი ჩრდილებია გამოსახული.

„სიყვარული ვერ ჩაითვლება დაკარგულად“, – მიაწერა მან ფოტოს.

 

jim12102015-1

ჯიმ ქერი ერთ-ერთი იყო, ვინც კატრიონას სასახლეს  სასაფლაოზე მიასვენებდა. პაპარაცებმა იმის დაფიქსირებაც მოახერხეს, რომ ქერიმ ცრემლის შეკავებაც ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის უაიტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ორი კვირის წინ დაასრულა.  მან დატოვა წერილი, რომელიც ქერის მისამართით იყო დაწერილი, თუმცა მისი შინაარსი არ ხმაურდება.

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ კატრიონა საიენტოლოგიით იყო დაინტერესებული, მას ასევე ჰყავდა მეუღლე, რომელთანაც დაშორებას აპირებდა, თუმცა, ამ დრომდე ეს პროცესი ვერ მოხეხრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები