ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგონას, კატრიონა უაიტის თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებენ. 28 წლის კატრიონამ თავი მსახიობთან დაშორებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოიკლა. გარდაცვლილის ქმარი ეჭვობს, რომ 54 წლის ქერი გოგონას ძლიერმოქმედი პრეპარატებით ამარაგებდა.
კატრიონას ქმარმა, რომელიც უაიტთან არ იყო განქორწინებული მაშინაც კი, როდესაც მისი ცოლი ქერისთან ერთად ცხოვრობდა, მსახიობს სასამართლოში უჩივლა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აბების შეფუთვაზე ქერის ფსევდონიმი, „მეფე არტური“ ეწერა.
ამასთან, პოლიციამ ნახა კატრიონას ტელეფონში შეტყობინებები, სადაც ის ქერის ეკითხება, სად დევს ტკივილგამაყუჩებელი აბები.
ჯიმ ქერი და კატრიონა უაიტი 2012 წლიდან ხვდებოდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ მათ კვლავ გააგრძელეს ურთიერთობა.