ჯიმ ქერის ყოფილმა მეგობარმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით სექტემბრის ბოლოს დაასრულა, თუმცა, საქმის მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება.
ამჟამად ცნობილი ხდება, რომ სუიციდამდე ერთი დღით ადრე კატრიონამ დედისგან მიიღო წერილი, სადაც ის მას „უიღბლოს“ უწოდებდა. როგორც გოგონას მეგობრები აცხადებენ, ამ წერილმა მასზე საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია, მითუმეტეს, რომ კატრიონას საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა – ის ახალი დაშორებული იყო ქერისთან.
თუმცა, გოგონას მეგობრებმა ისიც აღიარეს, რომ ეს მისი თვითმკვლელობის პირველი მცდელობა არ იყო. 2012 წელს, როდესაც გოგონას მამა დაეღუპა, ეს პერიოდი მან ასევე მტკივნეულად გადაიტანა და თავის მოკვლას პირველად სწორედ მაშინ შეეცადა.