LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ

153

ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგონას, კატრიონა უაიტის თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებენ. 28 წლის კატრიონამ თავი მსახიობთან დაშორებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოიკლა. გარდაცვლილის  ქმარი ეჭვობს, რომ 54 წლის ქერი გოგონას ძლიერმოქმედი პრეპარატებით ამარაგებდა.

კატრიონას ქმარმა, რომელიც უაიტთან არ იყო განქორწინებული მაშინაც კი, როდესაც მისი ცოლი ქერისთან ერთად ცხოვრობდა, მსახიობს სასამართლოში უჩივლა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აბების შეფუთვაზე ქერის ფსევდონიმი, „მეფე არტური“ ეწერა, ამასთან, პოლიციამ ნახა კატრიონას ტელეფონში შეტყობინებები, სადაც ის ქერის ეკითხება, სად დევს ტკივილგამაყუჩებელი აბები.

აღნიშნულ ბრალდებას მალევე გამოეხმაურა თავად მსახიობი:

“რა სამარცხვინოა! მე შემიძლია ამ მამაკაცის ადვოკატს შევხვდე და ეს ისტორია მალე ჩაცხრებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც სიჩუმე უმჯობესია. არავის მივცემ ამ თემითა და ქალით, რომელიც მიყვარდა, სპეკულირების უფლებას. მას პრობლემები იქამდე დაეწყო, სანამ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით და სამწუხაროდ ამ ყველაფერმა ტრაგიკულ დასასრულამდე მიგვიყვანა. მართლა ვიმედოვნებ, რომ ერთხელ ხალხი შეწყვეტს ამ ამბისგან სარგებლის მიღებას და მას თავს დაანებებს”, – განაცხადა ქერიმ ჟუნალ People-თან ინტერვიუში.

TIPPERARY, IRELAND - OCTOBER 10:  Jim Carrey attends The Funeral of Cathriona White on October 10, 2015 in Cappawhite, Tipperary, Ireland.  (Photo by Debbie Hickey/Getty Images)

TIPPERARY, IRELAND - OCTOBER 10:  Jim Carrey attends The Funeral of Cathriona White on October 10, 2015 in Cappawhite, Tipperary, Ireland.  (Photo by Debbie Hickey/FilmMagic)

 

 

 

ჯიმ ქერი და კატრიონა უაიტი 2012 წლიდან ხვდებოდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ მათ  ურთიერთობა კვლავ გააგრძელეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები