მას შემდეგ, რაც ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი ქალი, ჯენი მაკკართი, საჯაროდ გამოეხმაურა გავრცელებულ სპეკულაციებს, ჰოლივუდის ვარსკვლავის ირგვლივ ატეხილმა „კლონის“ და „იმიტატორის“ შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა ახალი სახე მიიღო.
ცნობილი პლასტიკური ქირურგი ჯიმ ქერის შეცვლილ გარეგნობაზე ალაპარაკდა
მაკარტიმ, რომელიც ადრე თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქერის, People-თან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად თავად მსახიობი იყო. მისი თქმით, საზოგადოება ზედმეტადაა კონცენტრირებული გარეგნობაზე და ვერ ამჩნევს მთავარს, ადამიანის ემოციურ მდგომარეობას.
„ეს ნამდვილად ჯიმ ქერი იყო. ის ძალიან ბედნიერი ჩანდა და სწორედ ეს შევამჩნიე პირველად. სამწუხაროა, რომ ადამიანები იმდენად არიან შეპყრობილი მის გარეგნობაზე საუბრით, რომ ვერ ხედავენ, რამდენად ბედნიერი იყო ის“, – აღნიშნა მაკარტიმ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავად კერი იმედგაცრუებულია იმით, რომ საზოგადოება მსგავს უსაფუძვლო თეორიებს აჟღერებს.
შეგახსენებთ, რომ ქერი და მაკარტი ერთმანეთს 2005 წელს შეხვდნენ და ურთიერთობა 2010 წელს, მშვიდობიანად დაასრულეს.
ჯიმ ქერის მორფომეტრიული ანალიზის შედეგები ცნობილია – ნამდვილი თუ ორეული?



