LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ რიში – თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი

152
1616533129-ჯიმ-რიში (2)

„თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი“, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურის მიმართვის დროს განაცხადა.

სენატორმა, აღნიშნა, რომ არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება“.

„2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან? ვუყურებთ საქართველოს და ბალტიის სამ ქვეყანას, ვადარებთ. ეს პატარა ქვეყნებია. გეტყვით – ეს ხალხი ხშირად მოდის ჩვენთან, ერთიანები არიან, მყარად არიან, არ ეშინიათ, სურთ ჩვენი დახმარება, რუსეთთან საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, ნებისმიერი ფორმით.

და მაინც, არის საქართველო, რომელსაც შეჭრით “ეწვია” რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა.

გეტყვით, რომ მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით.

თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, – განაცხადა რიშმა.

ცნობისთვის, სენატში მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“ .

გურამ მაჭარაშვილი: „საზოგადოება ახლა სწორად არის ინფორმირებული და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g