ჯინ ჰეკმანისა და მისი მეუღლის, ბეტსი არაკავას საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები იკვეთება.
სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, 95 წლის ჰეკმანი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ერთ კვირაში გარდაიცვალა. ორივე მათგანმა სიცოცხლე ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა.
დასკვნის თანახმად, 65 წლის არაკავა „ჰანტავირუსის“ შედეგად, ხოლო 95 წლის ჰეკმანი გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალნენ, თუმცა ჯინის გარდაცვალებაში მნიშვნელოვანი წვლილი „ალცჰაიმერის“ დაავადებამაც შეიტანა. როგორც ირკვევა, მან ვერ გააცნობიერა მეუღლის გარდაცვალების ამბავი.
„ის ალცჰაიმერის დაავადების მძიმე სტადიაში იმყოფებოდა და სრულად შესაძლებელია, რომ ვერ გაეცნობიერებინა მეუღლის გარდაცვალება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ცნობისთვის, ცოლ-ქმარი სხვადასხვა ოთახებში ნახეს. აღსანიშნავია, რომ წყვილის გერმანული ნაგაზიც გარდაცვლილი იყო, მისი სიკვდილის მიზეზი გაუწყლოება იყო.
ჯინ ჰეკმანის და მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ შოკისმომგვრელი ვარაუდი ვრცელდება