თბილისში, ჯიქიას აუზი წელს მსურველებს ვეღარ მიიღებს. როგორც “ფორტუნას” აუზის მეპატრონემ სოფო პეტრიაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელი აუზი არ გაიხსნება მხოლოდ იმიტომ, რომ სიახლეებისთვის ემზადებიან.
სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯიქიას აუზის ნაცვლად დიდი კომპლექსი გაიხსნება. მან “ფორტუნასთან” აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ახალი კომპლექსი იმავე ტერიტორიაზე აშენდება, თუმცა განიხილება მიმდებარე ადგილებიც.
“აქამდე ვერ ვახერხებდი, მომავალ წელს სრულიად ახალი სტანდარტებით აშენებული კომპლექსი გაიხსნება. ძალიან მიჭირს აუზის გარეშე, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად იქნება,” – განაცხადა სოფო პეტრიაშვილმა “ფორტუნასთან”.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი გაფართოვდება თუ არა თვითონ აუზი, რადგან არსებული სტანდარტული ზომისაა.