ტანსაცმლის მაღაზია JNBY-ი სულ მალე მომხმარებელს საგაზაფხულო კოლექციას წარუდგენს.
როგორც ”ფორტუნა პლუსს” მაღაზიის მენეჯერმა თამარ ბოლქვაძემ განუცხადა, JNBY წარმოადგენს კონცეპტუალური ტანსაცმლის ბრენდს, რომელიშიც 4 ხაზი ერთიანდება, JNBY ( ქალის ტანსაცმელი), jnby by JNBY (საბავშვო ტანსაცმლის ხაზი), CROQUIS ( მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი ) და less ( ქალის ტანსაცმლი ). თუმცა საქართველოში ამჟამად მხოლოდ ქალის ტანსაცმელია წარმოდგენილი. ”
“ტანსაცმელი იკერება განსაკუთრებით რთული თარგებითა და არქიტექტორული სიზუსტით. გამოყენებულია განსაკუთრებული ხარისხის , იშვიათი და ნატურალური ნაჭრები: აბრეშუმი, ქაშმირი , უთხელესი შალი. კოლექციებში კი წარმოდგენილია ორმხრივი ქურთუკები, კაბები, რომლის ჩაცმაც ორივე მხრიდანაა შესაძლებელი, ტრანსფორმირებადი კარდიგანები, შარვალ -კაბები და ა.შ” – განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა.
მისივე ინფორმაციით, ფასები 100 – დან იწყება და 900 ლარამდე ადის. ტანსაცმლის მაღაზია JNBY ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 29 ნომერში მდებარეობსს და ის 11:00 დან 20:00 მდე მუშაობს.