აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთს უპასუხებს, თუ ვლადიმერ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.
როგორც ბაიდენი აცხადებს, პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იარაღის გამოყენების ფორმაზე.
Associated Press-მა აშშ-ის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე ჰკითხა:
“თქვენ გააფრთხილეთ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების რეალური საფრთხის შესახებ. გაქვთ თუ არა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი განათავსებს ამ იარაღს, აყენებს მათ პოზიციაზე ან განიხილავს მათ გამოყენებას? და უპასუხებენ თუ არა აშშ ან ნატო სამხედრო მოქმედებით, თუკი მან გამოიყენა ქიმიური იარაღი?” – რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მას არ შეეძლო დაზვერვის ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ დაამატა:
“ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება გამოყენების ბუნებაზე”.