ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრას.
შეხვედრისას ლიდერები განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე მოახლოებულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს.
