LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ არ დაუშვებს, ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა გახდეს

81
Untitled design
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირობას დებს, რომ  ჩინეთი არ გახდება მსოფლიოს “წამყვანი” ქვეყანა.

ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ჩინეთმა თავისი სიძლიერით ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები და გახდეს მსოფლიოს პირველი სახელმწიფო.

“ვხედავ მკაცრ კონკურენციას ჩინეთთან. ჩინეთს აქვს საერთო მიზნები და მე მას არ ვაკრიტიკებ ამ მიზნის გამო, მაგრამ მას აქვს ასევე მიზანი, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ძლიერი მსოფლიოში.

ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს არ მოხდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.” – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს გაძლიერებისთვის, კვლავ გაგრძელდება ინვესტიციების გაფართოვება ტექნოლოგიებში.

ჯო ბაიდენმა კონკურენციაზე საუბრის დროს შესადარებლად ორი ტერმინი – დემოკრატია და ავტოკრატია გამოიყენა და აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტი მომავალი განვითარების გზაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g