ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს დიდ შვიდეულში არ მიიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯენ პსაკის თქმით, “რუსეთის დიდი შვიდეულის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ნებისმიერი შეთავაზება ჯგუფის ყველა წევრთან პარტნიორობის ფარგლებში მოხდება.“
დიდი შვიდეულის ჯგუფი მსოფლიოს შვიდ წამყვან ეკონომიკურ ქვეყანას აერთიანებს. ესენია: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო.
2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის ქვეყნები ერთად წარმოადგენენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს.