LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“ – დონალდ ტრამპი

177
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 21 მილიონი ადამიანი შევიდა შეერთებულ შტატებში, რომელთა უმეტესობაც იყვნენ მკვლელები, ადამიანებით მოვაჭრეები, ბანდის წევრები და სხვა კრიმინალები მთელი მსოფლიოს საშიში ქალაქების ქუჩებიდან“.

როგორც ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ეს ადამიანები „ძლიერად არიან ჩაბუდებული“ შეერთებულ შტატებში.

„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g