LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი: ვლადიმერ პუტინი

232
ვლადიმერ პუტინი

„ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, „თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე მათი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება“.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ალიანსში გასაწევრიანებლად.

„ამიტომ, ჩემი პასუხი იყო მარტივი: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ჩვენთვის დათმობაზე წასვლა. ეს არის თქვენი გეგმების რეალიზაცია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია დაცდა და უკრაინის მომზადება ნატოში გასაწევრიანებლად. თქვენ ამ მორატორიუმს თქვენთვის აკეთებთ“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g