LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ჯონასმა ახალი სოლო სინგლის გამოსვლა დააანონსა

224
joe-rld2

ჯო ჯონასმა ახალი სოლო სინგლის რელიზის შესახებ განაცხადა. 13 წლის შემდეგ, Jonas Brothers-ის ერთ-ერთი წევრი, ძმებისგან დამოუკიდებლად სიმღერას – Work It Out გამოუშვებს. კომპოზიცია დღის სინათლეს, 19 ივლისს იხილავს.

34 წლის ამერიკელი არტისტი მუსიკალურ ასპარეზზე 2006 წელს, მისი ძმების, კევინისა და ნიკის თანხლებით, Jonas Brothers-ის შემადგენლობაში გამოჩნდა. 2011 წელს, სოფი ტერნერის ექს მეუღლემ, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Fastlife გამოუშვა. ის ასევე ცნობილია პროექტით – DNCE.

შეგახსენებთ, რომ მაისში, Jonas Brothers-მა ევროპის მასშტაბით დაგეგმილი კონცერტების სერია, სექტემბრამდე გადადო. ,,ძმები ჯონასები” გასული წლის აგვისტოდან, მეექვსე სტუდიური ალბომი – The Album მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში არიან.

Jonas Brothers-ის ევროპული ტურნე გადაიდო – მიზეზი ნიკ ჯონასია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები