ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს – დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას.
დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”, – წერს უილსონი.
America does not recognize the Ivanishvili regime. The Georgian Nightmare Non-Recognition Act continues the great American tradition of not recognizing tyrannical regimes. @realDonaldTrump and I will work to achieve free and fair elections in Georgia https://t.co/gIBkb8dpl0
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 8, 2025