LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო უილსონი: „ივანიშვილის ბრუტალური და არალეგიტიმური რეჟიმი რეიდებით უვარდება მამაც ქართველებს სახლებში.. – უნდა შემოვიღოთ სანქციები, ტრამპი ამას გამოასწორებს“

116
Capture

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ეხმაურება.

ის X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ივანიშვილის ბრუტალური და არალეგიტიმური რეჟიმი რეიდებით უვარდება მამაც ქართველებს სახლებში და უკანონო დაკავებებს ახორციელებს, რათა სულ უფრო სასოწარკვეთილ მცდელობაში ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ“.

„უნდა შემოვიღოთ სანქციები. ტრამპი ამას გამოასწორებს,” – წერს უილსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g