„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს“, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.
როგორც კონგრესმენმა„ამერიკის ხმასთან“ განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს. ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს“, – განაცხადა უილსონმა.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ის მხარს დაუჭერს იმ კურსს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს.
„მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში“, – განაცხადა უილსონმა.