LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოან როულინგის მორიგი ჯადოსნური რომანი „საშობაო გოჭი“ ოქტომბერში გამოვა

169
joanroling

„ჰარი პოტერის“ ავტორი, ლეგენდარული ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი ახალ წიგნზე მუშაობს. საბავშვო სათავგადასავლო რომანი სახელწოდებით „საშობაო გოჭი“ გაყიდვაში 12 ოქტომბერს გამოვა. ინფორმაციას გამოცემა „შოლასთიქი“ ადასტურებს. წიგნის მთავარი პერსონაჟი პატარა ბიჭი ჯეკია, რომელიც თავისი საყვარელ სათამაშოს, პატარა გოჭს დაკარგავს და მის საძიებლად მიემგზავრება.

წიგნის ილუსტრატორი ჯიმ ფილდი ამბობს,რომ ეს წიგნი სასწაულებზე და ერთ ღამეზეა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წიგნის გამოსვლის თარიღი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ის შობამდე ცოტა ხნით ადრე გამოცემულიყო.

წიგნი ბრიტანეთში გამოვა, თუმცა ის სხვადასხვა ქვეყანაში, კიდევ 20 ენაზე იქნება ნათარგმნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები