,,ჩვენი ცოლ-ქმრობის პერიოდში ურთიერთობებში სულ სხვადასხვა ეტაპები გვქონდა. მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დამისვეს, ზურას გაუმძაფრდა ჩემს მიმართ სიყვარული და ძლივს მგონი ჩემი ფასი გაიგო…” – ამის შესახებ, მომღერალმა, ხათუნა ჟორდანიამ გადაცემა, “სიცრუის დეტექტორში” ისაუბრა.
კითხვაზე: ,,მეუღლის მძიმე დიაგნოზის შემდეგ, მის ადგილას ყოფნა გინატრიათ”?
ზურა ხაჩიძემ თანხმობა განაცხადა და დეტექტორმაც დაადასტურა. ამაზე მისმა მეუღლემ განმარტება გააკეთა, რომ ზურას ძალიან ხშირად აქვს შემოტევები, როცა სიყვარულს ვერ ფარავს.
ზურას თქმით კი, ხათუნა ბევრად ძლიერია, ვიდრე თავად და ამიტომ ჯობდა ეს მძიმე სენი, მას შეხვედროდა.
“ამ საკითხს პრაგმატულად ვუყურებ. ვფიქრობ, რომ გოგონები უფრო მომივლიდნენ. ხათუნას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ოჯახში, ჩემს ცხოვრებაში. იქ ნინია, ანასტასიაა, ოჯახის წევრები არიან. ის მნიშვნელოვანი ცენტრია, ყველაფრის გამაერთიანებელია. ხათუნამ ფაქტობრივად თავისი ცხოვრება ყველა ჩვენთაგანს დაგვითმო”.
ამ ეტაპზე, ხათუნა ჟორდანიას მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამისთვის, მომღერალი ოჯახის წევრებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.