2 მაისს, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ გაიმართება ენერგიით, რითმითა და მელოდიით სავსე ჰაუსის საღამო, რომლის მთავარი ვარსკვლავი იქნება ცნობილი ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი John Bowtie.
ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, John Bowtie ცნობილია თავისი უნიკალური მუსიკალური სტილით, რომელიც აერთიანებს ჰაუსს, დისკოს, ტექნოსა და სხვა ჟანრებს. მისი სეტები არაერთხელ გაჟღერებულა მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე. მისი სიღრმისეული მელოდიურობა, ენერგიული შესრულება და ცოცხალი დრამ-პერკუსია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.
John Bowtie აქტიური წევრია Moojo-ს ლეიბლ CALAMAR RECORDS-ში და მუსიკალური პოდკასტის წამყვანი. 2021 წელს მან გამოსცა თავისი პირველი სინგლი ამავე ლეიბლზე, რის შემდეგაც მისი კარიერა საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო განვითარდა.
ღამეს დაუვიწყარს გახდიან ასევე ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები: ANGELS NOISE, MIRRAN, ENQ და CASPER KAY – არტისტები, რომლებიც თავიანთ ენერგიულ სეტებს წარადგენენ ღონისძიებაზე.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 2 მაისი
დრო: 23:00
ადგილი: თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“
ბილეთების შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე: tkt.ge.
ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
გახდი ღამის ნაწილი, რომელზეც ბევრი ილაპარაკებს!