LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Johnson & Johnson”-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს შემოვა

170
ჯონსონ

“Johnson & Johnson”-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს შემოვა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინა მცირე რაოდენობის იქნება.

“ჯონსონის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანესი ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არამგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე”

მისი განცხადებით საუბარია 50 000 დოზაზე, რაც 50 000 ვაქცინირებულ ადამიანს უდრის.

“ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

პოპულალურები