LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა, მაგრამ ის აქ არის, იცი, 4 წლის შვილს ვემალები რომ არ მკითხოს: დედა სად არის?“ – გარდაცვლილ ექიმს მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება

18249
fot (2)

ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი, მონიკა დანელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურმა ცენტრმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

გარდაცვლილ ექიმს, მეუღლე, ვახო კუპრაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა, მაგრამ ის აქ არის. თანახმა ვარ ვიცხოვრო და ვიბრძოლო ამ ჯოჯოხეთში, შენს გამო, ჩვენი პატარების გამო, უზომო სიყვარული გაგაჩნდა ჩემდამი და ჩვენი შვილების მიმართ.

არასოდეს მომასვენებს კითხვა, როგორ შეძელი და მიგვატოვე… იცი, 4 წლის შვილს ვემალები რომ არ მკითხოს: დედა სად არის? მიყვარხარ სამუდამოდ

არასოდეს ვეცდები ვინმემ შენი თავი შემიცვალოს“, – წერს ვახო კუპრაშვილი.

magti 5g