LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯოჯოხეთური გელიკი“ და 40 მილიონის დახარჯვის სხვა მეთოდები

589
cars

ტრადიციულად, ჟენევაში ყველაზე ეპატაჟური და ცნობილი ტუნინგ კომპანიები გამოდიან ხოლმე და თავის შედევრებს წარადგენენ. ასეთი კომპანიები, როგორც წესი, ლუქს ავტომობილებზე მუშაობენ და მათი მომსახურება საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს. Mansory, Brabus, TechArt და Startech უკვე მრავალი წელია რაც მთავარ პავილიონში Mercedes-Benz-ისა და BMW-ს სიახლოვეს პოზირებენ.

ტუნინგის მონსტრებს ვერავინ დაემალება და საოცარი ავტომობილებისთვის გვერდის ავლა თითქმის წარმოუდგენელია- Porsche, Bentley თუ სხვა ცნობილი ბრენდები სრულიად სახეცვლილი ვიზუალით არიან წარმოდგენილი. თუ რა არის „პლასტიკურ ქირურგია“ გავლილი ავტომობილების შიგთავსში – ეს კიდევ სხვა თემაა და ალბათ ის უფრო საინტერესოა, თუ რა ხდება იმ ადამიანების თავში ვინც მზადაა, რომ ავტომობილის დატუნინგებში რამდენიმე მილიონი გადაიხადოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები